პარტნიორი ორგანიზაციები
კურორტების განვითარების სააგენტო - კონფერენციის ძირითადი პარტნიორი და სპონსორია. იგი საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივნისის #329 დადგენილების საფუველზე შეიქმნა.
კურორტების განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: კურორტების და საკურორტო ადგილების, მათი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, მასობრივი სპორტისა და და სპორტულ-გამაჯანსაღებელი განვითარების ხელშეწყობა; ამ მიზნით, შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
სააგენტოს ამოცანაამნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საკურორტო ინდუსტრიის განვითარებაში ჩართულ სხვდასხვა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავების გზით.
ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს პორტუგალიაში, კერძოდ ბეჟაში. IPBeja წარმოადგენს უნივერსიტეტს,რომლის შემადგენლობაშიც შედიან: აგრარული, განათლების, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის და ჯანდაცვის სკოლები. დღემდე უნივერსიტეტის მასშტაბით 30-ზე მეტი საბაკალავრო, მაგისტრატურის, დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. მათ შორის არის Cursos Tecnicos Superiores Profissionais (TeSP -"მოკლე ციკლი") კურსები.
უნივერსიტეტი ამზადებს საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტებს, პროფესიონალებს მთელ რიგ სფეროებში და უმნიშვნელოვანეს და აქტიურ როლს თამაშობს პროფესიული ცოდნის, კულტურისა და განათლების შექმნაში, გადაცემასა და მიზნობრივი კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების საქმეში.
https://www.ipbeja.pt/en/Pages/default.aspx