ჩვენს შესახებ


აქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს ყველაზე დიდ საგანმანათლებლო დასამეცნიერო ინსტიტუტს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს და იგიგახლავთ საინჟინრო უმაღლესი განათლების ლიდერ ინსტიტუცია და ძლიერი სამეცნიერო ცენტრი. უნივერსიტეტი 2005 წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესს. იგი თანამშრომლობს ადგილობრივ დასაერთაშორისო 200-მდე კვლევით და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან.

სწორედ, ამ ასწლოვან უნივერსიტეტში იშვა და უკვე თავისი პატარა ისტორია გააჩნიაბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს. იგი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა,რომელიც თავის მხრივ ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტს წარმოადგენდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღნიშნული ფაკულტეტი მყარად ინარჩუნებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიმოწინავე პოზიციებს. ფაკულტეტზე ხორციელდება საერთაშორისო პროექტები (ERASMUS+; TEMPUS; რუსთაველის სამეცნიერო ფონდი), ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო გაცვლითპროგრამებში.

2014 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემებისინჟინერინგის, ხოლო 2021 წლიდან მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტები შეემატა.

დღეისათვის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები: სულ 26 პროგრამა, 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებს აგრარული მიმართულებით ორმაგი, ქართულ-ფრანგული დიპლომის აღების შესაძლებლობა აქვთ, რაც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას ზრდის.


საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021 წელს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიშეიქმნა, რომელიც კავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველი საერთაშორისო და ევროპის მდგრადი განვითარების საგანმანათლებლო სისტემასთან ინტეგრირებული ტრანსდისციპლინარული ფაკულტეტია. ამჟამად ფაკულტეტზე მოქმედებს ბაკალავრიატის ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან მზადების ეტაპზეა სამაგისტრო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით.

https://gtu.ge/

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - დაარსდა 1992 წელს და იმ დროისთვის რეგისტრირებული იყო დამოუკიდებელი უნივერსიტეტის - “ალმა მატერისსახელით და უკვე 30 წელია საგანმანათლებლო ბაზარზეა. დღეისათვის უნივერსიტეტს გააჩნია ახალი, თანამედროვე საგანმანათლებლო კამპუსები თბილისსა და ბათუმში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. უნივერსიტეტში სწავლობს 3000 სტუდენტი, ფუნქციონირებს 5 სკოლა: სამართლის; საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის; ბიზნესისა და მართვის; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა; მედიცინის. უნივერსიტეტში მოქმედებს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) 24 საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, უცხოენოვან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთობლივ/ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებსაც ახორციელებს: ბიზნესის ადმინისტრირება (საბაკალავრო) - ინგლისურენოვანი; დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი (ერთსაფეხურიანი, 6-წლიანი); მასობრივი კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების (სამაგისტრო) - ქართულ-ინგლისური (პარიზის ჟურნალიზმის საერთაშორისო სკოლასთან ერთობლივი, ორმაგი დიპლომით). საერთაშორისო თანამშრომობის თვალსაზრისით, უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს, რაც განპირობებულია ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, თურქეთის, ლატვიის, ლიეტუვას პარტნიორ უნივერსიტეტებთან მრავალმხრივი თანამშრომლობითა და მობილობის საერთაშორისო პროცესში აქტიური ჩართვით, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და სწავლებისა და კვლევის კარგი გამოცდილება მიიღოს.

კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი - წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მისიააინოვაციური გზა რეგიონების წარმატებისკენ“. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონების დახმარება, რეგიონალური ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისათვის ხელისშეწყობა. ცენტრის საქმიანობის ფორმებია: რეგიონალურიეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა და მათი საჭიროებების განსაზღვრა; კონფერენციების, შეხვედრების, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა-განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს კომპანიებთან, საკონსულტაციო ფირმებთან, ტრენინგ-ცენტრებთან, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კავშირების დამყარება; ცენტრს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რაცხლაც გრძელდება. consulting.newprofessions@gmail.com